კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რამაზ სურმანიძე (დ. 10 მაისი, 1933, სოფ. ჭალა, შუახევის მუნიციპალიტეტი — გ. 9 ოქტომბერი, 2020)
ექიმი, პოლიტიკოსი. მედიცინის დოქტორი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1944-1947 წლებში იყო შუახევის რაიონის სოფელ ჭალის ფოსტალიონი. 1950-1956 წლებში იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს სანიტარი, 1956-1957 იყო წლებში შუახევის რაიონის სოფელ ბარალეთის ამბულატორიის გამგე, 1957-1963 წლებში იყო ამავე რაიონის მთავარი ექიმი, 1963-1974 წლებში იყო ბათუმის № 1 საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე, 1975-1977 წლებში ოყო პროფკავშირთა კურორტების მართვის აჭარის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე, 1977-1985 წლებში იყო აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, 1985 წლიდან სანიტარიული განათლების საოლქო სახლის ექიმი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.
დაკრძალულია ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments