კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რევაზ ბაირამაშვილი-თარხნიშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1929, თბილისი, — გ. 30 მაისი, 2012) – არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1959). 1953 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1953-იდან მუშაობს “თბილქალაქპროექტში” (1979-იდან – პროექტის მთავარი არქიტექტორი). ძირითადი ნამუშევრები: თბილისში – საცხოვრებელი სახლები მცხეთის ქუჩაზე.  კომპლექსი: უნივერმაღი “თბილისი”, ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი (ორივე 1977) და მეტროპოლიტენის სადგურის „ თავისუფლების მოედნის “ მიწისზედა ვესტიბიული (1967-1975, ყველა ავტორთა ჯგუფთან ერთად), საქართველოს სოფლის მშენებლობის სამინისტროს ინჟინრულ-ლაბორატორიის კორპუსი, რკინიგზის ვაგზალი; საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1992); გაგრაში – საქართველოს არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი  და სხვა. დაკრძალულია სამთავროს მონასტრის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments