რევაზ ებრალიძე (1921-1980) – დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1946-1948წწ. მუშაობდა უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების კულტურული განყოფილების მთავარ რედაქტორად; 1950-1957წწ. ვოლგა-დონის არხის მშენებლობის ერთ-ერთი მონაკვეთის მთავარ ინჟინრად; 1971 წლიდან გარდაცვალებამდე კინოსტუდია “ქართული ფილმის” შემოქმედებით გაერთიანებაში; მან ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო, როგორც თეატრის დრამატურგმა;
მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნიერო და მულტიპლიკაციური ფილმები; დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

