კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რევაზ კომახიძე (1912-1968) – ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, აჭარის იუსტიციის მინისტრი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მოსკოვის საბჭოთა მშენებლობის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1939 წლის ოქტომბრიდან მუშაობს ქობულეთის რაიონის პროკურორად, აჭარის ასსრ პროკურორის მოადგილედ, ადგილობრივი მრეწველობის, ვაჭრობის, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ. 1951 წელს დაამთავრა სკკპ ცენტრალური კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია და დაინიშნა აჭარის ასსრ იუსტიციის მინისტრად, ხოლო 1953 წლიდან გადაყვანილ იქნა აჭარის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე. 1954 წლიდან მუშაობს ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორად, ხოლო 1955 წლის აპრილიდან მას ირჩევენ აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ.
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments