კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რევაზ მარგიანი (დ. 24 ნოემბერი, 1916, მულახი — გ. 1 ივნისი, 1984, თბილისი) —
პოეტი.
1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1942 წელს მოხალისედ წავიდა ომში. ომის შემდეგ იყო ჟურნალების „ოქტომბრელის“, „პიონერის“, „დროშის“, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნების“ დირექტორი. 1979-დან გამომცემლობა „მერანის“ დირექტორი. პირველი ლექსი „მირანგულა“ 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ლექსები“ — 1940.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments