კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რევაზ ხოფერია (დ. 14 მაისი, 1931, სენაკი ― გ. 25 აგვისტო, 1993, თბილისი) – გამომგონებელი, ინჟინერ-ტექნოლოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
რევაზ ხოფერია ემსახურებოდა საქართველოში ჩაის გადამუშავების დარგის განვითარებას. თავისი შრომითი საქმიანობის პირველი პერიოდი (1956–1973) მან დაუთმო ჩაის გადამამუშავებელ საწარმოებში პრაქტიკულ მუშაობას, ფაბრიკის რიგითი ცვლის უფროსიდან ტრესტის „საქართველოს ჩაი“ (საკავშირო-რესპუბლიკური სამრეწველო გაერთიანება „საქართველოს ჩაი“) მმართველის თანამდებობამდე. შემდგომი პერიოდი, 1973 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, მიუძღვნა სამეცნიერო-საგამომგონებლო მოღვაწეობას, ჩაის გადამუშავების ახალი ტექნოლოგიური სქემების, შესაბამისი მანქანა-დანადგარების შემუშავება-შექმნის და წარმოებაში დანერგვის მიმართულებით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments