რეზო ამაშუკელი (დ. 24 ივნისი, 1936, თბილისი — გ. 10 იანვარი, 2022) –
პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1986). კულტურის მინისტრის მოადგილე. თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).
1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს წიგნები (1964, 1967, 1970, 1974). 1972 წელს მისი ლექსების კრებული გამოვიდა რუსულ ენაზეც. პოემისათვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1993). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ბაია ამაშუკელმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

