რეზო ესაძე (1934-2020) –
მსახიობი, რეჟისორი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს; 1965 წელს კინემატოგრაფისტთა საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი მოსკოვში. 1955-1957წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე უნივერსიტეტის იუმორისტული გაზეთის “ჭინჭრაქას” რედაქტორი; 1956-58წწ. იყო თბილისის 23-ე საშუალო სკოლის ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებელი; 1960 და 1974-1989წწ. კინოსტუდია “ქართული ფილმის”, 1965-1974წწ. “ლენფილმის” რეჟისორი; 1972 წელს საქართველოს ტელეფილმების სტუდიის რეჟისორი; 1979-1989წწ. გაერთიანება “დებიუტის” მხატვრული ხელმძღვანელი; 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სტუდია “+1”-ს. იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი. 2019 წლის თებერვალში კინო თეატრ “რუსთაველის” წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
