რეზო გაბრიაძე (დ. 29 ივნისი, 1936, ქუთაისი — გ. 6 ივნისი, 2021) –
მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979). საქართველოს სახალხო არტისტი (1987). სახელმწიფო და სხვადასხვა პრემიების ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2016).
2010 წელს რეზო გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული. 2004 წელს რეზო გაბრიაძემ დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა „აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი“, სადაც ჩიტოს როლი შეასრულა ბალეტის არტისტმა მიხაილ ბარიშნიკოვმა, ხოლო ერმონიის – ლუის პერესმა, ჩიკაგოს ცნობილი „ჯოფრი–ბალეტის“ დასის ყოფილმა სოლისტმა. პრემიერა მინეაპოლისში (აშშ), თეატრ გატრიში გაიმართა.
გარდაიცვალა 2021 წლის 6 ივნისს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნანა კობალაძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

