რევაზ ჯაფარიძე (1923-1999) – მწერალი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1956 წელს. პირველი მოთხრობა “სიზმარი ზღვაზე” გამოაქვეყნა 1949 წელს, პირველი რომანი “ხევის პატარძალი” -1951 წელს. ამას გარდა დაწერა ხუთი რომანი: “ჯარისკაცის ქვრივი”, “მძიმე ჯვარი”, “ვნების კვირა”, “გზა გოლგოთისაკენ”, “მხევალი უფლისა”. მისი სცენარის მიხედვით 1958 წელს გადაიღეს მხატვრული ფილმი “სხვისი შვილები”, 1965 წელს დაიდგა “ჯარისკაცის ქვრივი”. მუშაობდა ჟურნალ “მნათობის” პროზის განყოფილების გამგედ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


