კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რეზო თავართქილაძე (1929-2013) –
საქართველოს სახალხო არტისტი.
1929 წელს ბაქოში დაიბადა. 1949 წელს რეზო თავართქილაძემ თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1953 წელს წარჩინებით დაამთავრა. ამავე წელს მუშაობა დაიწყო მოზარდმაყურებელთა თეატრში. მსახიობი პარალელურად საქართველოს ტელევიზიაშიც მუშაობდა, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა გადაცემა მიჰყავდა. რეზო თავართქილაძე 14 კინო, სატელევიზიო და 250-ზე მეტი დრამატული როლი აქვს განსახიერებული.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments