რიმა ერისთავი (1902-1982)
“Prencesse Rimma Eristoff”, კოკო შანელის მოდელი.
სარგებლობდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით როგორც ქართველ და რუს, ასევე ფრანგულ არისტოკრატიაში. გამოირჩეოდა მომხიბვლელი გარეგნობით, დახვეწილი გემოვნებითა და საოცარი მუსიკალური ნიჭით. ლამაზი გარეგნობის და არისტოკრატული წარმომავლობის გამო, მასთან თანამშრომლობდნენ პარიზის თითქმის ყველა ცნობილი და წამყვანი სამოდელო სახლები, რომლებიც გადასცემდნენ საკუთრებაში მათ მიერ შექმნილ ახალ მოდელს, რათა რიმას ჩაეცვა და გამოეჩინა ეს მოდელი მაღალ საზოგადოებაში. რიმა ერისთავი არ გათხოვილა.
გარდაიცვალა პარიზში 1982 წელს. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

