კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რობერტ ბარძიმაშვილი (დ. 17 იანვარი, 1934 — გ. 5 ივლისი, 2003) –
საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი. ვოკალისტი, მუსიკოსი (კლავიშები, გიტარა), ჯგუფ „ორერას“ დაამარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1958-1975).
1975 წელს დატოვა ორერა და შექმნა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ვია 75“ (მიმართულება: ჯაზ-როკი, ფიუჟენი). ასევე ხელმძღვანელობდა ჯგუფ „ჯორჯიას“ და ბავშვთა ვოკალურ ინსტრუმენტულ ანსამბლ „ლახტს“. 1995 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დააარსა სკოლა–სტუდია „ლახტი“. გადაღებულია ფილმებში „წარსული ზაფხული“ (სტუდენტი) (1959) და „ორერა, სრული სვლით!“ (1970).
გარდაიცვალა თბილისში 69 წლის ასაკში, 2003 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments