რობერტ კინასოშვილი (1899-1964) –
მეცნიერი საავიაციო ძრავების დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1960).
დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1924 წელს; მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი 1930 წელს.
1930-1964წწ. მუშაობდა საავიაციო ძრავების ცენტრალურ ინსტიტუტში (“ЦИАМ”). 1939 წლიდან განყოფილების გამგე, შემდეგ ლაბორატორიის უფროსად, 1954 წლიდან ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 1938-1948წწ. შეიმუშავა დგუშიანი თვითმფრინავის ძრავების ნაწილების სიძლიერის გამოთვლის მეთოდები; 1947-1963წწ. ტურბინის დისკების და გაზის ტურბინის ძრავის სხვა ნაწილების სიძლიერის გამოთვლის მეთოდები; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვში, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
დაკრძალულია მოსკოვში, ვედენსკოეს სასაფლაოზე.
საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან: https://ruspanteon.ru/kinasoshvili-robert-semyonovich/

