რობერტ სტურუა (დ. 4 მაისი, 1916, სოფ. ნაბაკევი, დაბა კულაში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 21 იანვარი, 1982, თბილისი)
ფერმწერ-მონუმენტალისტი, საქართველოს სსრ ახალხო მხატვარი (1965).
1933 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1939 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე.
მისი შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნიმუშები , როგორიცაა „გამარჯვების ზეიმი“ — ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა (1945-50, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951); „ხალხთა მეგობრობის“ — სოფელ შრომის (ოზურგეთის რაიონი) კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი (1953-56); „ბოროტსა სძლია კეთილმან“ — მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული (1957-60); ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი, ფერწერული ფრიზი ვ. ი. ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალისათვის და მრავალი სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

