კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რომან დუმბაძე (1964-2012) –
გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის მეთაური.
დაამტავრა თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სასწავლებელი (1987), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბათუმის სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი (1999). 1987 წლიდან საბჭოთა არმიაში იყო. სხვადასხვა დროს მსახურობდა აღმოსავლეთ გერმანიაში, შემდეგ შორეული აღმოსავლეთის, ციმბირის სამხედრო ოლქებში თავდაპირველად ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის, შემდეგ ნაღმტყორცნელთა ბატარეის მეთაურად. 1992 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იყო, მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში აფხაზეთში. იყო თავდაცვის სამინისტროს პოლკის შტაბის უფროსი, 1994 წლიდან — ბათუმში განლაგებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური.
2004 წელს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის დაძაბული ურთიერთობების დროს, რომან დუმბაძემ ოფიციალურად განაცხადა უარი დამორჩილებოდა საქართველოს პრეზიდენტს და ცენტრალურ ხელისუფლებას გაემიჯნა, რისთვისაც მას სამშობლოს ღალატის ბრალდება წაუყენეს. გასამართლების შემდეგ გენერალ დუმბაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. თუმცა მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გენერალი, რომან დუმბაძე რუსულმა მხარემ 12 ქართველ სამოქალაქო ტყვეში გაცვალა. 2010 წელს კი, რუსეთის პრეზიდენტმა რომან დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.
დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, დაჭრილი კი ადგილზევე გარდაიცვალა.
დაკრძალულია ბათუმში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments