როსტომ დოლიძე (1939-2010) – ეკონომისტი, ბათუმის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე. დაამთვრა ქ. მოსკოვის ეკონომიკურ-სტატისტიკური ინსტიტუტი 1967 წელს. 1967-1971წწ. იყო ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის ინჟინერ-ეკონომისტი, საწარმოო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, პარტკომის მდივანი; 1971-1974წწ. ბათუმის პარტიის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი; 1974-1984წწ. ბათუმის აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1984-1990 ქ. ბათუმის მერი. დაკრძალულია ბათუმში, განთიადის სასაფლაოზე.

