კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

როსტომ ლორთქიფანიძე (დ. 16 დეკემბერი, 1943, თბილისი — გ. 10 ნოემბერი, 2023) – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზის ხარისხში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი. 1960–1964 წლებში სწავლობდა თბილისის თეატრალური ინსტუტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1964–1970 წლებში მუშაობდა კინოსტუდიაში – „ქართული ფილმი“, რეჟისორის ასისტენტად. 1970–1973 წლებში იყო ხალხური შემოქმედების სახლის თეატრისა და კინოს განყოფილების უფროსი. 1973 წელს კვლავ ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში, ამჯერად, სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1978 წელს დაამთავრა. 1979–1984 წლებში იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს პირადი რეფერენტი (სხვა ცნობით, პირადი მდივანი). 1989 წლიდან არის ფურცელაძის ქუჩაზე მდებარე თბილისის ყოვლადწმინდა სამების ეკლესიის დეკანოზი. 1991–1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი კომუნისტური პარტიის სიით. ხელი აქვს მოწერილი დამოუკიდებლობის აქტზე. 2009 წელს დეკანოზი როსტომ ლორთქიფანიძე დაჯილდოვდა მიტრით. დაკრძალულია თბილისში, ოქროყანის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments