კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რუსუდან გვერდწითელი–ლორთქიფანიძე (დ. 15 ივნისი, 1909, თბილისი — გ. 27 იანვარი, 1994) – არქიტექტორ-რესტავრატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). 1936 წელს ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ექვსი ათეული წელი ემსახურა ქართული კულტურის ისტორიული ძეგლების შესწავლისა და რესტავრაციის საქმეს. მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით შესრულებული პროექტების საფუძველზე, აღდგენილ იქნა ვარძიის სამრეკლოს, ანანურის ციხის, გორის ციხის, გერგეტის სამების, ბზიფის ციხისა და ეკლესიის, ანჩისხატის ბაზილიკის, როსტომ მეფის სასახლის აბანოს, ბოლნისის სიონის და მრავალი სხვა საეკლესიო არქიტექტურული ძეგლები, სასახლეები და ციხესიმაგრეები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მეუღლე – არქიტექტორი ბეჟან ლორთქიფანიძე (1908-1968).
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments