კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რუსუდან ხარაძე (1909- 15 თებერვალი, 1965)
ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი 1930 წელს.
1932–1933წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. 1937-1965წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ენიმკის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიულ კათედრაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. იკვლევდა ქართველთა და ჩრდილო კავკასიელ ხალხთა სოციალურ ურთიერთობას (საოჯახო ყოფა, ნათესაობის სისტემა, ტერიტორიული თემი, ხალხთა მმართველობის სისტემა, ადათობრივი სამართალი). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მონოგრაფია, “ქართული საოჯახო თემი”.
დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.
       
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments