კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

საფო მგელაძე (დ. 1891, ჯურუყვეთი — გ. 1936, თბილისი) – პოეტი, ბელეტრისტი. ლიტერატურული მოღვაწეობა პოეზიით დაიწყო, შემდეგ კი ბელეტრისტიკაშიც სცადა ბედი, მაგრამ ლექსების წერა არ შეუწყვეტია. ის ქართული პრესის ფურცლებზე გამოჩნდა ფსევდონიმებით; გაზეთებიდან მას ყველაზე ხშირად მასპინძლობდნენ: “კავკასიონი”, “ჩვენი გზა”, “ტრიბუნა”, “კომუნისტი”, “ხმა ქართველი ქალისა”; ჟურნალებიდან: “ლიტერატურული საქართველო“, “პროლეტარული მწერლობა“, “ლომისი“, “ქართული მწერლობა“, “მნათობი”. მისი პირველი ლექსი “საქართველო”, დაიბეჭდა 1908 წელს. პირველი წიგნი (პოემა “ბახმარო“) გამოვიდა 1927 წელს. “ლიანა ლორდია” იმ დროის ახალგაზრდების საყვარელ წიგნად იქცა. გურიაში ყოფნის დროს საფო ცხენიდან ჩამოვარდა და თირკმელი დაუზიანდა. ექიმებმა ურჩიეს, კორსეტი ეტარებინა, მაგრამ როგორც ჩანს, ამან მაინც არ უშველა და მერე მწერალთა კავშირის ექიმის რჩევით, საავადმყოფოში დაწვა ოპერაციის გასაკეთებლად. მისი შვილის სიტყვებით, საფოს ოპერაცია გაუკეთეს თითქმის უანესთეზიოდ და საშინლად აწამეს. თვითონ საფო ყველაფერს მწერალთა კავშირის ექიმს აბრალებდა. ამის შემდეგ ის ახლობლებს ცოცხალი აღარ უნახავთ. ერთი-ორი დღის შემდეგ მეგობარმა მიაკითხა საავადმყოფოში. საფო პალატაში არ დაუხვდა. კატომ მთელი საავადმყოფო გადააბრუნა და მეგობარს პროზექტურაში მიაგნო..სხეულის ნახევარი მაგიდაზე ესვენა, ნახევარი-იატაკზე.. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments