კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ჩიჯავაძე (1917-1971) –
ვიოლონჩელისტი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.
1937 წელს ჩაირიცხა მოსკოვის კონსერვატორიაში, რომმელიც 1945 წელს დაამტავრა, ხოლო 1949 წელს კი იქვე დაასრულა ასპირანტურის კურსი. 1935-1937 წლებში ახალგაზრდა მუსიკოსმა დიდ წარმატებებს მიაღწია — გაიმარჯვა საკავშირო კონკურსებზე და ორჯერ მოიპოვა ლაურეატის საპატიო წოდება. 1950-1952 წლებში ა. ჩიჯავაძე მოსკოვის ფილარმონიის სოლისტია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა საკონცერტო შემოქმედებით საქმიანობას. უკანასკნელი შვილი წლის მანძილზე, როგორც პროფესორი, კაიროს კონსერვატორიაში ხელმძღვანელობდა ვიოლონჩელოს კლასს. დაიღუპა ავტოავარიაში რუსეთიდან სამშობლოში მგზავრობის დროს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments