ალექსანდრე დადეშქელიანი (1917-1972) – ბავშვობიდან უხელო, მხატვარი და ცირკის მსახიობი. საცირკო ნომრებს ხელების მაგივრად ფეხებით ასრულებდა; თავისი ორიგინალური შესრულების მანერით 35 წელზე მეტ ხანს ემსახურა საცირკო ხელოვნებას; II მსოფლიო ომის პერიოდში იგი საცირკო ბრიგადასთან ერთად ხშირად გამოდიოდა ჰოსპიტლებსა და ფრონტის ხაზზე; გადაღებულია ფილმებში: “ნორჩი მფრინავი” (1928), “გოგი რატიანი” (1927). დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნინო ბაბუნაშვილმა.

