კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სანდრო გირგვლიანი (1978-2006) – “გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე — ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. 2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოს მიმდინარე მთავრობის, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიტიკის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ამ მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე. მასთან ერთად დაკრძალულია დედამისი – ირინა ენუქიძე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments