კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სანდრო ჟორჟოლიანი (დ. 8 თებერვალი [ძვ. სტ. 27 იანვარი], 1888, ოზურგეთი — 24 ივნისი, 1969, თბილისი) –
მსახიობი. საქართველოს  სახალხო არტისტი.
1911 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბაქოსა (1913—1918) და თბილისში (1918—1920). ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში. 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში. 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. ჩამოყალიბდა როგორც ბრწყინვალე კომიკოსი. 1925 წლიდან იღებდნენ კინოში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments