კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე (დ. 1874, ხოვლე — გ. თბილისი, 1939)
ლოტბარი, მომღერალ-მგალობელი.
დაიბადა სოფელ ხოვლეში (დღევანდელი კასპის რაიონი) 1874 წელს, სიმღერა მამამ შეასწავლა, დაწყებითი განათლება სოფელ ხოვლეს ორკლასიან სასწავლებელში მიიღო. შემდეგ სწავლა გააგრძელა გორის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სიმონ გოგლიჩიძესთან დაოსტატდა სიმღერა-გალობაში, ამავდროულად ლოტბარის თანაშემწედ მუშაობდა. მოგვიანებით ის ლადო აღნიაშვილის გუნდის სოლისტი გახდა. 1894 წელს თავად ჯავსაძემ თავად შექმნა გუნდი, სადაც მასთან ერთად მღეროდნენ ვანო სარაჯიშვილი და მიხეილ კავსაძე. კავსაძემ გუნდი 1911 წელს მიატოვა, ის თავის შვილს, მიხეილ კავსაძეს გადააბარა და თავად საცხოვრებლად ჭიათურაში გადავიდა. იმერეთში მან რამდენიმე გუნდი შექმნა. 1935 წლიდან ალექსანდრე კავსაძემ მოღვაწეობა თბილისში გააგრძელა. ის აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა. ის ხელმძღვანელობდა გუნდს 1937 წელს მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე. დეკადაზე გუნდის გამოსვლა შთამბეჭდავი იყო.
თუმცა უკან დაბუნებული კავსაძე დაავადდა, ხმა დაკარგა და ორ წელიწადში გარდაიცვალა. ალექსანდრე კავსაძე დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments