სანდრო მირიანაშვილი (1915-1987)
კომპოზიტორი
დაამთავრა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელი; დროგამოშვებით სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მოსკოვისა და პეტერბურგის კონსეტრვატორიებში 1934–1945წწ.
ხელმძღვანელობდა საგუნდო ანსამბლებს პეტერბურგსა და თბილისში; 1952–1956წწ. იყო კავკასიის მესაზღვრე არმიასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელი; სხვადასხვა დროს მუშაობდა რესპუბლიკის მხატვრული თვითშემოქმედების კოლეკტივების ხელმძღვანელად; იგი მრავალი სიმღერისა და რომანსის ავტორია; დაწერილი აქვს საბავშვო ოპერა “რუხი მგელი”(1945); კრებული “ორმოცდაათი საფორტეპიანო პიესა ბავშვებისათვის”; მუსიკა დრამატული თეატრის სპექტაკლებისათვის; სიმღერებიდან და რომანსებიდან აღსანიშნავია: “შევიშრობ ცრემლსა”, “საყვარელ ქუჩაზე”, “მერი”, “წინ”, “ახალგაზრდული სიმღერა მშვიდობაზე”, “ნანა”; 1957–1959წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის საესტრადო განყოფილების სამხატვრო ხელმძღვანელი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
