სავლე აბულაძე (1890-1964)- მწერალი, პოეტი, პედაგოგი. ეწეოდა საზოგადოებრივ და ლიტერატურულ–პედაგოგიურ მოღვაწეობას; თანამშრომლობდა გაზეთ – “სახალხო საქმეში”, “ზვირთში”, “ჯარის–კაცში”, “მხედარში”, “მომავალში”, “საქართველოს განათლების მუშაკში”; 1911 წელს იყო კიცხის სკოლის მასწავლებელი; 1912 წელს ორკლასიანი სკოლის ზედამხედველი; 1921 წელს შვიდკლასიანი სკოლის გამგე და შეთავსებით შორაპანის მაზრის სკოლების ინსტრუქტორი; 1909 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი რუსულ ენაზე გოგოლის საიუბილეოდ გამოცემულ კრებულში; 1915 წელს მისი მოთხრობები – “იასამანი”, “სწავლის წყურვილი”, “პირველი სიყვარული” დაიბეჭდა ია ეკალაძის გაზეთ “სამშობლოში”; ამავე დროს მისი ლექსები და ჩაწერილი ხალხური ზრაპრები იბეჭდებოდა “ნაკადულში” და “ჯეჯილში”; 1924 წელს ქალაქ ჭიათურაში გამოსცა პირველი ლექსების პატარა კრებული “მზიანი ჩრდილები”. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

