სავლე წერეთელი (დ. 1 თებერვალი, 1907, სოფ. ჯვარისა (ამბროლაურის რაიონი) — გ. 9 აგვისტო, 1966, თბილისი)
ფილოსოფოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.
1930 წელს დამთვარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 1934 წელს ასპირანტურა ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით. ის 14 წლის მანძილზე სათავეში ედგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს, რომლის შექმნასა და ორგანიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის. იგი იყო მრავალმხრივი მკვლევარი, ფარტო დიაპაზონის მეცნიერი, მაგრამ მისი დამსახურება განსაკუთრებით მნიშვნელობანია დიალექტიკური ლოგიკის დარგში. მეცნიერის კაპიტალური ნაშრომი „დიალექტიკური ლოგიკა“ ერთადერთი სერიოზული გამოკვლევაა საბჭოთა ფილოსოფიურ ლიტერატურაში. იგი ქართულ მეცნიერებას 35 წელი ემსახურა. 1977 წელს ნაშრომისათვის „დიალექტიკური ლოგიკა“ მიენიჭა (გარდაცვალების შემდეგ) საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაჯილდოვებული იყო წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენებითა და ოთხი საბრძოლო მედლით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
