კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სერგი დანელია (დ. 27 ოქტომბერი, 1888, სოფელი ნაჯახაო, მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 2 მარტი, 1963, თბილისი) –  ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლა განაგრძო ჯერ ხარკოვისა და შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტების ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1911 წელს დაამთავრა. ერთხანს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა რუსეთსა და საქართველოში, ხოლო 1920 წელს მიიწვიეს თბილისის უნივერსიტეტში ფილოსოფიურ დისციპლინათა ლექტორად. 1933 წლიდან ს. დანელია სათავეში ედგა უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრას და ამ სფეროსაც დიდი ამაგი დასდო; კითხულობდა რუსული ლიტერატურის ისტორიის კურსს. ცალკეული გამოკვლევები მიუძღვნა პუშკინის, ლერმონტოვის, გრიბოედოვის, გოგოლის, ტურგენევის, ტოლსტოის და სხვათა შემოქმედებას, ხოლო მონოგრაფია „ნარკვევები XIX საუკუნის ლიტერატურის ისტორიიდან“, გასული საუკუნის რუსული ლიტერატურის პირველი სისტემატური კურსია ქართულ ენაზე. ს. დანელიას ცხოვრების გზაზე ბევრი დაბრკოლება შეხვდა. ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობისათვის სასწავლებლიდან გარიცხეს. 1924 წელს მენშევიკურ გამოსვლებთან დაკავშირებით ორჯერ დააპატიმრეს. შემდეგ  როგორც უპარტიო მეცნიერს უნდობლობა გამოუცხადეს და ლექციები წაართვეს. ამასაც არ დასჯერდნენ — ნაციონალიზმსა და კოსმოპოლიტიზმში დასდეს ბრალი. იგი ისე გარდაიცვალა, რომ არ აღირსეს ფილოსოფიის კურსის წაკითხვა. ამ დაბრკოლებათა მიუხედავად, საკუთარ სიმართლეში დარწმუნწბული მეცნიერი დიდი რუდუნებითა და შემართებით ემსახურებოდა ქართული აზროვნების საქმეს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments