კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სერგი დურმიშიძე (დ. 27 თებერვალი, 1910, დაბა საჩხერე — გ. 29 მაისი, 1989, თბილისი)
ბიოქიმიკოსი, მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1952), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961)
1931 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი. 1935-1960 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე (1944-1945 წლებში კათედრის გამგე). 1943-1954 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1954-1955 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, 1955-1971 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი. ამავე დროს 1957 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი (ამ ინსტიტუტის დამაარსებელი).
1971 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს მეცნირებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი 1987 წლამდე.
წლების განმავლობაში იყო საქართველოს ბიოქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments