კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სერგი მაკალათია (დ. 2 დეკემბერი, 1893, სეფიეთი, აბაშის მუნიციპალიტეტი – გ. 30 აპრილი, 1974, თბილისი) – ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1950). 1916 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, 1921-1935 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ მუშაკად. 1926 წლიდან გარდაცვალებამდე შეისწავლიდა საქართველოს ცალკეული რეგიონებისა და ხეობების ისტორიულ ეთნოგრაფიას, მონაწილებდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმების დაარსებაში, მესტიაში, გორში, ცაგერში, სტეფანწმინდაში და კასპში. 1937-1948 წწ. იყო გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი. იკვლევდა საქართველოს ეთნოგრაფიას, ისტორიას, არქეოლოგიას, ნუმიზმატიკასა და ხელოვნებას. სერგი მაკალათია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments