კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სერგი წულაძე (დ. 7 სექტემბერი, 1917, თბილისი — გ. 2 ივლისი, 1977, მოსკოვი, რუსეთი) –
ფსიქოლოგი, მთარგმნელი, მწერალი.
წარმოშობით გურიის სოფელ ჭანჭათიდან. 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წასულ მამას — ვასილ წულაძეს — თან გაჰყვა და ჯერ სტამბოლში, შემდეგ კი პარიზში ცხოვრობდა. 1939 წელს სერგი წულაძემ დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფია–ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1947 წელს ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. II მსოფლიო ომის წლებში სერგი წულაძე აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1951 წელს მას მიენიჭა სორბონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხი. ამავე წელს მან ცოლად შეირთო ფრანგი მადლენ ვერდო და 1958 წელს ოჯახთან ერთად თბილისში დაბრუნდა. 1958-1961 წლებში სერგი წულაძე მუშაობდა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 1961 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ფსიქოთერაპიის განყოფილებას მიხეილ ასათიანის ფსიქიატრიის ინსტიტუტში.
გარდაიცვალა მოსკოვში 1977 წლის 2 ივლისს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments