სერგო ახვლედიანი (1907-1982)
თეატრალური მხატვარი, სამრეწველო გრაფიკოსი, პლაკატისტი.
სწავლობდა ნიჟეგოროდის სამხატვრო ტექნიკუმში (1926–1928), შემდეგ სწავლა გააგრძელა სარატოვის სამხატვრო-სამრეწველო ტექნიკუმში (1928–1931).
1940 წლიდან მონაწილეობს გამოფენებზე; 1941 წლიდან – ევგ. ვახტანგოვის სახელობის თეატრის მხატვარია, აფორმებდა ვ. კატაევის (1943), ა. ოსტროვსკის (1948), დ. მამინ-სიბირიაკის (1955), ა. ჟერის (1956), ფ. კნოპეს (1957) სპექტაკლებს; ასევე მუშაობდა მოსკოვის კამერულ თეატრში (1935), ნ. გოგოლის სახელობის დრამატულ თეატრში (1960), მოზარდ მაყურებელთა თეატრში (1961), ლენინგრადის მუსკომედიის თეატრში (1947), ვილნიუსის რუსულ დრამატულ თეატრში (1953); 1930 წლებში სერგო ახვლედიანი მუშაობდა სავაჭრო რეკლამის სფეროში, მონაწილეობდა სარატოვის ოლქის სამხატვრო გამოფენებზე (1940), სარატოვის სამხატვრო სასწავლებლის 50- წლისთავთან დაკავშირებულ გამოფენაზე (1948), მოსკოვის მხატვართა კავშირის საგაზაფხულო გამოფენაზე (1955), მოსკოვის თეატრისა და კინოს მხატვართა გამოფენაზე (1956), დიდი ოქტომბრის სოც. რევოლუციის 40 – წლისთავთან დაკავშირებული საკავშირო სამხატვრო გამოფენაზე (1957), მოსკოვის მხატვართა გამოფენაზე “მოსკოვი – ჩვენი სამშობლოს დედაქალაქი” (1964). ს. ახვლედიანის პლაკატები ინახება ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში, სანკტ-პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში, ბელორუსიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სარეკლამო პლაკატების რუსეთის კერძო კოლექციებში.
დაკრძალულია მოსკოვში, კუნცევოს სასაფლაოზე.
საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან: https://ruspanteon.ru/ahvlediani-sergej-nikolaevich/

