სერგო ბარლიანი (1941-1983) – მთამსვლელი, სპორტის ოსტატი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. კლდეზე ცოცვისა და ალპინიზმის რთულ ტექნიკას მიხეილ ხერგიანის ხელმძღვანელობით დაეუფლა; მან სხვადასხვა დროს ასვლები განახორციელა მწვერვალებზე აილამა, ცენტრალური შხარა, შტავლერი, ჭაუხი, წურუნგალა, “კომუნიზმის”, “კორჟენევსკაიას”, მოსკოვის პიკი და ა.შ. 1975 წელს იყო საბჭოთა კავშირის ალპინისტთა ნაკრებში და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა რთული მწვერვალების დაპყრობაში, შეასრულა სპორტის ოსტატის ნორმატივი და მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ოქროსა და ვერცხლის მედლები; იგი ერთად-ერთი ქართველი იყო, რომელმაც ექვსჯერ შედგა ფეხი “შვიდიათასიან” მწვერვალზე, სამჯერ დაიპყრო უმაღლესი მწვერვალი “კომუნიზმის პიკი”. დაკრძალულია მესტიაში, ფერისცვალების ეკლესიის წინ არსებულ სასაფლაოზე. დიდი მადლობა ქალბატონ თეონა ჯაფარიძესა და ბატონ მუხრან გვარლიანს.
წარწერა საფლავის ქვაზე:
“შენ დაიღუპე
იხსენი სხვანი
მაღლა გეჭირა ღირსება სვანთა
ასეთი იყავ მარად
ყოველთვის
მთებში ვეფხვი და
ბარადპოეტი.
შენს საათს მოხვდა
მეხის ისარი
შენი სიცოცხლის გაყინვა სცადა
ის კი გრძელდება დაუვიეყარი
შეცდა მრისხანე
მპყრობელი ცათა”.

