სერგო ბერია (1924-2000) – სარაკეტო სისტემების ინჟინერ-კონსტრუქტორი, ლავრენტი ბერიას შვილი. დაიბადა თბილისში, ლავრენტი ბერიასა და ნინო გეგეჭკორის ოჯახში.
მეორე მსოფლიო ომის დროს ასრულებდა გენშტაბის მნიშვნელოვან დავალებებს ირანსა და თურქეთში. მონაწილეობდა პირველი საბჭოთა ატომური ბომბის კონსტრუირებაში. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე.

