სერგო ჩხაიძე (1913-1979) – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გმირი. თავი გამოიჩინა 1944 წლის 7-9 მაისის სევასტოპოლისათვის ბრძოლებში. იმ მონაკვეთში, სადაც იბრძოდა ჩხაიძე, ფაშისტებმა დააყენეს ტყვიამფრქვევი, ჩხაიძემ ზუსტი გასროლით მოკლა მეტყვიამფრქვევე, შეიპარა მტრის პოზიციაზე და ხელთ იგდო ტყვიამფრქვევი. დკრძალულია ოზურგეთში, “მოიდანახეს” სასაფლაოზე.

