სერგო ევლახიშვილი (1872-1946) –
მომღერალი, მსახიობი.
1896 წლიდან სწავლის კურსი გააგრძელა მილანში, პედაგოგ მ. ვიდალისთან, ამავე წლიდან გამოდიოდა მილანის საოპერო სცენაზე, დებიუტი შედგა 1897 წელს ვალენტინის პარტიით(გუნო “ფაუსტი”); 1897-1898წწ. ფსევდონიმით ბრიუნეტი გამოდიოდა იტალიის საოპერო სცენებზე(ბარიტონი); XIX საუკუნი 90-იან წლებში გამოდიოდა: პერმი, ყაზანი, ხარკოვი, ოდესა, მოსკოვი, პეტერბურგი; თბილისის საოპერო სცენაზე გამოდიოდა ექვსი სეზონი; 1910 წელს საკონცერტო ტურნე გამართა იუჟინთან ერთად; 1911-1914წწ. სათავეში ედგა თბილისის “საოპერო ამხანაგობას”; 1913-1918წწ. იყო ანტრეპრენიორი; 1918-1946წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; რეპერტუარი: (50-მდე პარტია), დი ლუნა რენატო, რიგოლეტო, ამონასრო, ჟერმონი(ვერდი “ტრუბადური”, “ბალ-მასკარადი”, “რიგოლეტო”, “აიდა”, “ტრავიატა”), ესკამილიო(ბიზე “კარმენი”), კანტი კასკადა(ლეგარი “მხიარული ქვრივი”), სილვიო(ლეონკავალო “ჯამბაზები”), მერკუციო, ვალენტინი(გუნო “რომეო და ჯულიეტა”, “ფაუსტი”), გრაფი დე ნევერი(მეიერბერი “ჰუგენოტები”), ეშმაკი, ელეცკი, ევგენი ონეგინი, მაზეპა(ჩაიკოვსკი “ქოშები”, “პიკის ქალი”, “ევგენი ონეგინი”, “მაზეპა”); დადგმები: ზ. ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”, დ. არაყიშვილის “თქმულება შოთა რუსთაველზე”, ვ. დოლიძის “ქეთო და კოტე”.
დაკრძალულია მოსკოვში, ოსტანკინოს სასაფლაოზე.
