კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სერგო კლდიაშვილი (დ. 6 ოქტომბერი, 1893, სოფ. ზემო სიმონეთი,  თერჯოლის მუნიციპალიტეტი — გ. 14 ოქტომბერი, 1986, თბილისი) –
პოეტი, მწერალი, ნოველისტი. იყო ქართველი სიმბოლისტების ლიტერატურული ჯგუფის “ცისფერყანწელთა” წევრი.
დაიბადა დავით კლდიაშვილის ოჯახში. 1913 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ მოუსწრო რევოლუციამ და იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. მისი პირველი ლიტერატურული მინიატურა ჯერ კიდევ 1911 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „სინათლეში“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, სომხურ, უკრაინულ, პოლონურ და სხვა ენებზე. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments