სერგო კოტრიკაძე (დ. 9 აგვისტო, 1936, ჩოხატაური — გ. 3 მაისი, 2011, სტოკჰოლმი, შვედეთი) –
ფეხბურთელი, პოზიციით მეკარე. თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1955–1968, 1970) და ქუთაისის „ტორპედოში“ (1968–1969). ასევე გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში.
სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 260 მატჩი. თბილისის „დინამოს“ რიგებში გახდა სსრკ ჩემპიონი (1964), სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1959, 1962, 1967), სსრკ-ის თასის ფინალისტი (1960). სსრკ წლის საუკეთესო მეკარე და ჟურნალ „ოგონიოკის“ პრიზიორი (1962). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969). ღირსების ორდენის კავალერი.
გარდაიცვალა 2011 წლის 3 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, გულის შეტევით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს კომერციულ სასაფლაოზე.

