სერგო პაჭკორია (დ. 31 მარტი, 1931, სოფ. ცაიში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ივნისი, 2020) – მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი. 1950 წელს დაამთავრა ფოთის პირველი საშუალო სკოლა. სცენაზე მუშაობა დაიწყო ფოთის კულტურის სახლთან არსებულ დრამწრეში. 1953 წელს მიიწვიეს მსახიობად ფოთის თეატრში. 1964 წლიდან სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობია. გადაღებულია სატელევიზიო მხატვრულ ფილმში „მიზანი“. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
