კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სერჟ მდივანი (1903-1936) – ბიზნესმენი. 1925 წ. სერგიმ ძმის – დავითისა და კინოვარსკვლავ მეი მიურეის ქორწილში მუნჯი კინოს ვარსკვლავი პოლა ნეგრი გაიცნო. პოლა ნეგერი ძირითადად “საბედისწერო ქალის” როლებს თამაშობდა. მის ხიბლს ვერც ჩარლი ჩაპლინმა გაუძლო. თუმცა ჩარლისა და პოლას ქორწინებამ მხოლოდ მანამდე გასტანა, სანამ პოლა ჰოლივუდის არანაკლებ ცნობილ ვარსკვლავთან რუდოლფო ვალენტინოსთან გააბამდა რომანს. ვალენტინო 1926 წ. გარდაიცვალა, პოლამ განსვენებულ მეუღლეს 5000 ვარდი მიართვა, კუბოსთან გონება დაკარგა… და სულ მალე სერგი მდივანს გაჰყვა ცოლად. პოლა ნეგრი იმ დროისთვის ყველაზე მდიდარ კინოვარსკვლავად ითვლებოდა. მაგრამ მას შემდეგ რაც ხმოვანი ფილმების გადაღება დაიწყეს, თავისი პოლონური აქცენტის გამო პოლა როლებს ვეღარ იღებდა. ამას 1929 წლის საბირჟო კრიზისი დაემატა და კინოვარსკვლავმა მთელი ქონება დაკარგა. სერგი მდივანს დიდხანს არ უფიქრია ისე მიატოვა გაკოტრებული პოლა ნეგრი და რომანი ასევე ცნობილ კინომსახიობთან გლორია სვინსონთან გააბა. 1931 წ. 27 აპრილს სერგიმ ცოლად ოპერის მომღერალი მერი მაკკორმაკი შეირთო, თუმცა ეს ქორწინება 1933 წ. ხმაურიანი განქორწინებით დასრულდა. შემდგომში მერი მაკკორმაკი აცხადებდა, რომ თანაცხოვრების პერიოდში სერგი მას ხშირად აყენებდა შეურაცყოფას. სერგი მდივანმა ძმასთან – დავითთან ერთად ბიზნესი წამოიწყო და ნავთობის კომპანია “Pacific Shore Oil go” დაარსა. 1936 წ. სერგი მდივანმა ცოლად ყოფილი რძალი (გარდაცვლილი ძმის ალექსის მეუღლე) უმდიდრესი ლუიზა ასტორ ვან ალენი შეირთო. სერგის გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა ვერსიაა. ერთი ვერსიით ქორწინებიდან ერთი თვის თავზე პოლოს თამაშისას, ხოლო ხოლო მეორე ვერსიით ფლორიდაში ფილმის გადაღებისას ცხენიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. XX ს–ის 20-30-იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესა ძალიან ბევრს წერდა “მექორწილე მდივნების” შესახებ. მათ ხან აქებდნენ, ხან აძაგებდნენ. ფაქტი კი ერთია “ძმები მდივნების ჯადოს” წინაშე უძლურნი იყვნენ ამერიკის ყველაზე მდიდარი და ყველაზე წარმატებული ქალები. დაკრძალულია აშშ-ში.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments