შაბურ გუნია (1939-2011) –
შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
1939 წლის 31 მარტს ფოთში დაბადებულმა ყმაწვილმა , 1954 წელს ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანობის ფაკულტეტი დაამთავრა და ზღვაში შრომითი საქმიანობა თავდაპირველად შორეულ აღმოსავლეთში, ნახოდკის პორტოფლოტში დაიწყო. 1961 წელს იგი შავ ზღვას უბრუნდება და სევასტოპოლის საოკეანო თევზჭერის სამმართველოს ტრაულერ „სიმფეროპოლ“-ზე აგრძელებს ცურვას.
საქართველოში საოკეანო თევზჭერის სამმართველოს დაარსებისთანავე ბატონი შაბური სამშობლოში ბრუნდება და არაერთი ტრაულერის კაპიტნის უფროსი თანაშემწე,მოგვიანებით კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კაპიტან-დირექტორია… უკანასკნელ წლებში შაბურ გუნია სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა ფლოტის საექსპლუატაციო სამსახურში.2001 წლიდან კი იგი ფოთის ნავსადგურის პორტოფლოტის კაპიტან-დამრიგებელი იყო.
დაკრძალულია ფოთში, “მაიაკის” სასაფლაოზე.
ტექსტი და სურათი აღებულია გვერდიდან https://www.facebook.com/P.TABAGUA/?fref=ts
საფლავის ფოტო გადაღებულია ჩვენს მიერ.

