კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შალვა  აფხაიძე (დ. 20 ივლისი, 1894, ძუყნური,  ტყიბულის მუნიციპალიტეტი — გ. 19 თებერვალი, 1968, თბილისი) —  პოეტი და ლიტერატურათმცოდნე. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1917 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაბრუნდა სამშობლოში. იმავე წლიდან იყო „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული ჯგუფის აქტიური წევრი. მუშაობდა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ ხელოვნების მთავარ კომიტეტში, გაზეთ „მუშის“ რედაქციაში, გამომცემლობა „ტექნიკა და შორომაში“, იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარი კონსულტანტი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან დიდუბის პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ნინო თოიძე (დ. 1898, თბილისი — გ. 1969, იქვე).

 

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments