შალვა ამირანაშვილი (დ. 26 მარტი, 1899, ონი — გ. 9 თებერვალი, 1975, თბილისი)
ხელოვნებათმცოდნე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) წევრ-კორესპონდენტი (1943), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1959), პროფესორი (1936), სსრკ მუზეუმების ეროვნული კომიტეტისა და მეუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წევრი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი (თსუ-ის პირველი გამოშვება)1922 წელს. 1923-1925წწ. მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და სამხატვრო აკადემიაში. 1925 წლიდან იყო თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, 1939-1975წწ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

