კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შალვა ამისულაშვილი (დ. 15 აპრილი, 1915, თელავი — გ. 27 მაისი, 1981, თბილისი) —  პოეტი, ბელეტრისტი. 1940 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და აქედან მოყოლებული ორმოცი წლის მანძილზე ემსახურებოდა მშობლიურ ლიტერატურას. ცნობილია მისი პოეტური კრებულები: „პირველი წიგნი“, „თალარი“, „ძმადნაფიცები“, „ქართული მიწა“, „პოემები“, „ეყურვილი“, „ბალადები“ და სხვა. შალვა ამისულაშვილი იყო გაზეთ „კომუნისტისა“ და „ლიტერატურული საქართველოს“ განყოფილების გამგე. წლების მანძილზე ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა გამომცემლობებში, საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტში და წიგნის პალატაში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

   

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments