შალვა დადიანი (დ. 9 მაისი/21 მაისი, 1874, ზესტაფონი ― გ. 15 მარტი, 1959, თბილისი) – მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი (1923). სწავლა-განათლება მიიღო შინ მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. 1893 წლიდან დადიანმა მსახიობობა დაიწყო ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა “მოძრავი დასი”, რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში, აგრეთვე ბაქოსა და ნოვოროსიისკში. მეფის ცენზურის აკრძალვის მიუხედავად, ამ დასმა პირველმა დადგა მაქსიმ გორკის პიესა “უკანასკნელნი”. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

