შალვა ღამბაშიძე (დ. 29 ივლისი/1 აგვისტო, 1899, ზესტაფონი — გ. 18 მაისი, 1955, თბილისი)-
მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1939).
1917 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თეატრალური განათლება მიიღო ჯაბადარის სტუდიაში თბილისში (1918-1920). 1920 წლიდან იყო ბათუმის თეატრის მსახიობი. 1921-1928 წლებში რუსთაველის თეატრის, 1928-1955 კი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1937-1947 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
ღამბაშიძე ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელია, ღამბაშიძემ მთელი რიგი სახეები შექმნა კინოში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
