შალვა გაწერელია (1931-2002) –
თეატრის რეჟისორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979 წ.), საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
1957 წ. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, მოღვაწეობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1958-1959, 1963-1973, 1975-1996 წწ.) და ჭიათურის (1959-1960 წწ.) თეატრებში. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

