კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შალვა ნადიბაიძე (1907-1964) – სსრკ თევზის მრეწველობის სამინისტროს აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელი. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1934 წელს ლენინგრადში დაიცვა დისერტაცია და დაინიშნა შორეული აღმოსავლეთის თევზის მრეწველობის კომბინატის დირექტორად. 1937 წელს რეპრესირებულია, გაათავისუფლე 1939 წელს და დაინიშნა შორეული აღმოსავლეთის თევზსაჭერი კომბინატის ხელმძღვანელად. სხვადასხვა დროს იყო შორეული აღმოსავლეთის აუზის თევზის მრეწველობის მმართველი, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს წევრი. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით. დაკრძალულია ვლადივასტოკში, საზღვაო მემორიალურ სასაფლაოზე. ვლადივასტოკში მისი სახელობის ქუჩაა. ვლადივასტოკის თევზის კომბინატი ატარებს მის სახელს. 1966-1990 წლებში ცურავდა თევზსაჭერი ბაზა “შალვა ნადიბაიძე”.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted